ხვიჩია – დიდი ხანია, მესამე ძალას ველოდებით და არ გამოჩნდა

მგონი, ბევრი მძლავრი ცენტრი უნდა შეიქმნას, რადგან დიდი ხანია მესამე ძალას ველოდებით და არ გამოჩნდა. ამიტომ, უნდა გამოჩნდეს მესამე, მეოთხე და მეხუთე ძალები ერთად, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

რაც შეეხება კითხვას, განიხილავს თუ არა გიორგი ვაშაძესთან ერთად თავს მესამე ძალაში, ხვიჩია აცხადებს, რომ აღნიშნულის თქმა გაუჭირდება.

„მათთან ერთად, ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილება მაქვს, ამიტომ, ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ რაც შეეხება იმას ოპოზიციონერად მოვისაზრებ თუ არა თავს, ჩვენ, „გირჩი“ თავს მთავარ ოპოზიციონერებად მოვისაზრებთ თავს. ოპოზიცია ამ გაერთიანებამ იმდენად დასტრესა, ერთმანეთთან ურთიერთობამ, კინკლაობამ, ჩხუბმა და ერთმანეთთან ლანძღვამ, რომ ცოტა ხანს განშორება სჭირდებათ, რომ სიტუაციას გარედან შევხედოთ და დავაკვირდეთ. მერე თუ ერთად მოუნდებათ ცხოვრება და ურთიერთობა, შეხედავენ. გარკვეული ტიპის პაუზა ახლა აუცილებელია, რადგან ოპოზიციის შიგნით არ მგონია, რომ სიტუაცია ძალიან ჯანსაღი იყოს. ოპოზიციის ნაწილი მეორე ნაწილს რაღაცაში ადანაშაულებს, ხელის მოწერაში და ა.შ. ამ სიტუაციამ მგონი ცოტა რბილად უნდა ჩაიაროს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიგომელაური 20 ივნისის საქმეზე – სადაც დამიბარებენ ყველგან მივალ
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – ვნახეთ, რომ არანაირი მესამე პოლიტიკური ცენტრი არ არსებობს