ხვიჩია – ჩვენ შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ არ წავალთ

“გირჩი” პარლამენტის თავმჯდომარედ, შალვა პაპუაშვილს არჩევას მხარს დაუჭერს. როგორც “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ისინი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ არ წავლენ.

“ქართულ ოცნებას” აქვს საკმარისი ხმების რაოდენობა, რომ თავისივე დანიშნული პარლამენტის თავმჯდომარე ჩაანაცვლოს მეორე თავმჯდომარით. ჩვენ არც წინა თავმჯდომარესთან გვქონდა მტრული დამოკიდებულება და არც შალვა პაპუაშვილის მიმართ გვაქვს მტრული დამოკიდებულება. ჩვენ შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ არ წავალთ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტო მაჩვენებლებითაა წარმოდგენილი
შემდეგი სტატიასამადაშვილი – არ მახსენდება პარლამენტში მოსული აშშ-ის ელჩი იმ მიზნით, რომ კანონის მიღება შეჩერდეს