ხვიჩია: ჩემს კოლეგებს ფულიც აქვთ აღებული, არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას და ბოიკოტი კი აღარ გამოდის ეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 15, 2020 23:57

ხვიჩია: ჩემს კოლეგებს ფულიც აქვთ აღებული, არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას და ბოიკოტი კი აღარ გამოდის ეს

მნიშვნელოვანი

  • ხვიჩია: ჩემს კოლეგებს ფულიც აქვთ აღებული, არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას და ბოიკოტი კი აღარ გამოდის ეს

სხვა სტატიები

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიციურ ერთობას ხელს შეუშლის ის, თუ სამომავლო გეგმებზე არ ისაუბრებენ.

კერძოდ, ხვიჩიას თქმით, ამჟამად საუბარია მხოლოდ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის შესახებ და ხალხმა არ იცის, შემდეგ რა იქნება.

„ოპოზიციურ ერთობას თუ რამე შეუშლის ხელს, არის ის, რომ ოპოზიციურმა ერთობამ არ თქვას თავისი სამომავლო გეგმები. ხალხს ეუბნები, რომ არ შევდივარ პარლამენტში, უარს ვამბობ მანდატებზე, მაგრამ არ ეუბნები, მერე რას აპირებ. მერე შენი ბრძოლა რომ აღმოჩნდეს წარუმატებელი, ხალხმა ჩათვალოს, რომ ეს არ იყო სწორი, წინასწარ რომ გვქონოდა ნათქვამი და გვეფიქრა, იქნებ, სხვანაირად მოვქცეულიყავით. ჩემი აზრით, ეს ეტაპი გასავლელი გვაქვს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ბოიკოტში წავალთ, არ წავალთ, რასაც ვიზამთ, გასავლელი გვაქვს ეტაპი, რას ვშვებით იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ტიპის ბრძოლაზე გადავდივართ. ანუ – არ ვცნობთ ამ არჩევნებს, მარტო „ქართული ოცნება“ ზის, მოდის ახალი არჩევნები, მერე კიდევ ახალი, რომელიც იგივე, ძველი ადმინისტრაციით ტარდება, სანამ რამეს გააკეთებ, ბევრი კითხვაა, რომელზეც პასუხია გასაცემი, თუ ჩვენ ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლიანი ადამიანები ვართ. თუ ვართ ისეთი ადამიანი, რომელიც მხოლოდ ემოციებით თამაშობს და ახლა აღელვებულ ადამიანს ქუჩაში ბრმად მიჰყვება, თან არც აფიქრებს, ჩემი აზრით, ეს მცდარია.

ვფიქრობთ, რომ ჩვენ ლაპარაკის რეჟიმში უნდა გადავიდეთ და კარგად მოვიფიქროთ, გავიაზროთ, როგორ მივდივართ ბოიკოტზე, რომ ის მართლა ბოიკოტი იყოს, თორემ მე ხომ ვიცი, რომ ჩემს კოლეგებს ფულიც აქვთ აღებული, არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას და ბოიკოტი კი აღარ გამოდის ეს, იმ არჩევნების არცნობა გამოდის, რომლის შედეგებიც არ მოგეწონა. მე მართლა ბოიკოტი მინდა, თუ ბოიკოტზე მივდივართ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 15, 2020 23:57