ხვიჩია – ცესკო-ს თავმჯდომარე პატიოსანი, გულწრფელი ადამიანი უნდა იყოს

ჩემი აზრით, ცესკო-ს თავმჯდომარე პატიოსანი, გულწრფელი ადამიანი უნდა იყოს და არ უნდა იცნობდნენ აფერისტის სახელით, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე.

„მის დანახვაზე, ყველას თავიდანვე არ უნდა ახსენდებოდეს, რომ „ეს ხომ ნამდვილად მოგვატყუებს“ – აი, ასეთი არ უნდა იყოს. დანარჩენი, წინასწარ არანაირი განწყობა არ მაქვს“, – აცხადებს ხვიჩია.

რაც შეეხება თამარ ჟვანიას, რომელმაც ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ხვიაჩიას მოსაზრებით, აღნიშნული პოსტი ჟვანიას სავარაუდოდ, იძულებით არ დაუტოვებია.

„მე მგონი, „აიძულა“ არ იქნება ის სიტყვა, რომელზეც შემიძლია თავი დავდო, მაგრამ ვფქირობ, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ და თამარ ჟვანიას ერთობლივი შეთანხმებებული, სწორი გადაწყვეტილება“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

banner
წინა სტატიაშიამ ეტაპზე COVID-19 20-მდე აბიტურიენტს
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” ღირსების მარშს უერთდებიან