ხვიჩია ცესკო-ს კანდიდატებზე: მე არ მიყვარს ადამიანის გაცნობის გარეშე მათზე პირდაპირ საზოგადოებაში არსებული ჭორების გავრცელება

არ ვიცნობ არც ერთ კანდიდატს, ცესკო-ს თანამშრომლები არიანო, მაგრამ არ მგონია, ცესკო-ს თანამშრომლობა იყოს ის დანაშაული, რომლის შემდეგაც ადამიანს შანსი არ აქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატურებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„ჯერ ახლა დაიწყო პროცესი, პირველი კანდიდატის გასაუბრება მიმდინარეობს. შესაბამისად, მე ახლა გითხრათ, რომ მხოლოდ 6-თვიან ცესკო-ს მივიღებთ, ეს ნიშნავს, რომ არავის მხარი არ დავუჭირო მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა მოხდეს გასაუბრებაზე. ასეთი განწყობით არ ვარ, თუმცა რასაკვირველია, არ გამოვრიცხავთ, რომ ჩემი კოლეგები აღმოჩნდნენ მართლები, უახლესი გამოცდილება ამას გვიჩვენებს „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების პატიოსნებასთან დაკავშირებით. მე არ ვიცნობ არც ერთ კანდიდატს, ცესკო-ს თანამშრომლები არიანო, მაგრამ არ მგონია, ცესკო-ს თანამშრომლობა არის ის დანაშაული, რომლის შემდეგაც ადამიანს არ აქვს შანსი, თუმცა მესმის კრიტიკული მოსაზრებებიც კანდიდატებზე.

ფაქტობრივად ოპოზიციის დიდი ნაწილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები არიან, მათ აწყობთ და ასე შემდეგ. მე არ მიყვარს ადამიანის გაცნობის გარეშე მათზე პირდაპირ საზოგადოებაში არსებული ჭორების გავრცელება. ჩვენ აქ ვართ ყველანი და ვეცდებით, საზოგადოებას გავაგებინოთ, ვინ არიან კანდიდატები და ჩვენც გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნა. თუ დავინახავთ, რომ „ქართული ოცნება“, როგორც მოსამართლეების შემთხვევაში, აქაც ძალიან ცდილობს, გაიტანოს თავისო კანდიდატები, ნუ ოქეი, ჰყავდეს 6-თვიანი ცესკო, არ არის პრობლემა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

banner
წინა სტატიაშიგაბუნია: ამ ეტაპზე მობილიზებულია 5 500 საწოლი და კვირის განმავლობაში კიდევ დაემატება
შემდეგი სტატიატყიბულში მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი თბილისში დააკავეს