ხვიჩია: ცალსახაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის წარდგენილი სასამართლოს წინაშე, არ მიგყავთ სასამართლოში, გეგონება ეს რამე საფრთხეს წარმოადგენდეს

ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგი ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრს, მიხეილ სარჯველაძეს კითხვით მიმართა. ხვიჩია დაინტერესდა, რატომ ვერ ხერხდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრება.

მისი თქმით, ცალსახაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის წარდგენილი სასამართლოს წინაშე.

„ბოლო ათი წელია ამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად წარდგებოდა სასამართლოს წინაშე და ქართველ ხალხს ექნებოდა უფლება თვალებში ჩაეხედა მისთვის, პირისპირ შეხვედროდა და თავისი მოსაზრება გამოეთქვა, მაგრამ მიუხედავად ასეთი დაპირებისა, თქვენ იქცევით პირიქით, სააკაშვილი არის გამომწყვდეული სადღაც და თქვენ ფაქტობრივად, არ მინდა სიტყვა გეშინიათ ვიხმარო, შეიძლება, სხვა რამე იყოს მიზეზი, მაგრამ თავს იკავებთ მისი სასამართლოში წარდგენისგან, ამით არღვევთ, როგორც მის უფლებას დაიცვას თავი, ასევე ქართველი ხალხის უფლებას, პირისპირ შეხვდეს სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილს და რაღაცნაირად თავისი პრეტენზიები წარუდგინოს. ცალსახაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის წარდგენილი სასამართლოს წინაშე, არ მიგყავთ სასამართლოში, გეგონება ეს რამე საფრთხეს წარმოადგენდეს. ასე უხეშად ადამიანის უფლებების დარღვევა, ერთი მხრიდან, როგორც ბრალდებულის და მეორე მხრიდან იმ ადამიანების, რომლებსაც უნდათ სააკაშვილი დაინახონ სასამართლოს წინაშე წარდგენილი. რატომ აკეთებთ ამას? რეცხავთ მიხეილ სააკაშვილს როგორც ჩაგრულს, რომელიც ხალხს უნდა შეეცოდოს და ამითი ხდება მისი რეაბილიტაცია, თუ მიზანი რა არის ამ ყველაფრის“, – განაცხადა ხვიჩიამ.

თავის მხრივ, მიხეილ სარჯველაძემ იაგო ხვიჩიას სთხოვა, რომ ყველამ ანგარიში გაუწიოს იმ იმ ლეგიტიმურ ინტერესს, რომელიც უსაფრთხოების დაცვასთან იქნება დაკავშირებული.

„ფაქტის დონეზე გვაქვს ძალიან მარტივი მოცემულობა. როდესაც ვლაპარაკობთ ნახევარ სიმართლეს და შევიყვანთ ამით ადამიანებს შეცდომაში, საზოგადოებას, ვინც ამის მთავარი შემფასებელი უნდა იყოს, ეს არ არის კეთილსინდისიერი საქციელი. რიტორიკულად ვსვამ კითხვას, მიღებულია თუ არა როდესაც დისტანციურად მიმდინარეობს სასამართლო სხდომები, პატიმრების დისტანციური ჩართულობით. არის ეს მისაღები თუ არა?მხოლოდ საქართველოშია ასეთი პრაქტიკა, თუ არის საზღვარგარეთაც, ყველა ქვეყანაში, მათ შორის პანდემიით განპირობებული. შეიძლება, სხვა მოტივი იყოს ამის გამაპირობებელი, მაგრამ ასეთი პრაქტიკა არსებობს. ყოველ შემთხვევაში ლაპარაკი, რომ ვიღაცას არ ეძლევა პროცესში მონაწილეობის უფლება, ეს ასე არ არის. მინდა ყველას ვთხოვო, ანგარიში გავუწიოთ იმ ლეგიტიმურ ინტერესს, რომელიც მაგალითად უსაფრთხოების დაცვასთან, ჯანმრთელობასთან იქნება დაკავშირებული და სხვა ყველაფერი. ამიტომ, არ გვინდა ნახევრად სიმართლეების ლაპარაკი. არ არის საამისოდ უბრალოდ ჩვენი ქვეყანა მოტივირებული, რომ ნახევარსიმართლეები ველაპარაკოთ. ვთქვათ კონკრეტულად, ნუ ვეცდებით მტრის სახეების ერთმანეთისგან შექმნას. არ არის ამის აუცილებლობა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე: კონსილიუმს არ შეიძლება კითხვები დავუსვათ მოქალაქეებმა? ჩვენც გვაქვს კითხვები
შემდეგი სტატიაზუგდიდში ენმ-ს წევრებმა შიმშილობა დაიწყეს