ხვიჩია – ბევრად უფრო ამაყი ვიქნებოდი, რომ მოსახლეობა ამ უაზრო შეზღუდვებს არ დამორჩილებოდა

ხელისუფლება და ოპოზიცია ჯარიმების გაუქმების კანონპროექტის შემოტანაში ერთმანეთს ეჯიბრებოდა,- ასე ეხმიანება “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია ჯარიმების ჩამოწერის თაობაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

“ნებისმიერი ამნისტია თავის თავში მოიცავს უსამართლობის გარკვეულ ნაწილს, ამ შემთხვევაში იმ ადამიანებთან, ვინც უკვე გადაიხადა ჯარიმა. თუმცა, ჩვენ ხომ ვიცით, ეს ჯარიმები ისე იწერებოდა, რომ არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ მას ვინმე გადაიხდიდა. საქართველოს მოსახლეობას 2-3 ათას ლარიან ჯარიმებს რომ გამოუწერ, იგულისხმება, რომ ამ ჯარიმებს ვერ ამოიღებ. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივად ჩანდა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ამ ჯარიმების გაუქმების კანონპროექტის შემოტანაში ერთმანეთს ეჯიბრებოდა. ბევრად უფრო ამაყი ვიქნებოდი, რომ მოსახლეობა ამ უაზრო შეზღუდვებს, კარანტინს არ დამორჩილებოდა და გამოსულიყო ქუჩაში პროტესტის ნიშნად. მოვიწოდებ, რომ მომავალში არ დაემორჩილონ,”- განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დანიშნა
შემდეგი სტატიააფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ერთობლივი პროექტი „ევროპული არდადეგები“ დაიწყო