ხვიჩია – არ გამოვრიცხავ, ევროკავშირთან მიმართებით ოპოზიციაც რაღაცას აფუჭებდეს

„ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ მისი ნაბიჯები არ არის საკმარისი იმის მისაღწევად, რაც ჩვენ გვინდა და შეიძლება, ეს ყველაფერი არ დამთავრდეს წარმატებით. ამიტომ წინასწარ საჭიროა ნიადაგის შემზადება, რომ შემდეგ ხალხმაც და თვითონაც ეს ამბავი სხვას უფრო თამამად დააბრალონ და არა თავად აიღონ პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიამ შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, სადაც პრემიერი ამბობს:„ ბრიუსელში ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა უბედურება გჭირთ, ჩამოდიან თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები, გვეუბნებიან, იქნებ არ იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება, ქვეყნის მტრობა დანაშაულია“.

ამასთან, იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირთან მიმართებით „ოპოზიციაც რაღაცას აფუჭებდეს“.

„არ გამოვრიცხავ, ოპოზიციაც რაღაცას აფუჭებდეს. უბრალოდ ამას ვერ გადავამოწმებთ, ვიდრე მე და თქვენ იქ არ წავალთ და ამ შეხვედრებს არ დავესწრებით, მაგრამ ჩვენ არ დავყავართ. ბევრნაირი ხალხი არსებობს როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში და არ გისურვებდით, მაგათ საქციელზე პასუხისმგებლობა აიღოთ და თავი დადოთ. ოპოზიცია ახლა იმ მდგომარეობაშია, ქვეყნისთვის ძირის გამოთხრაც არ შეუძლია. ახლა თუ ვინმე უთხრის ქვეყანას ძირს, ეს არის ხელისუფლება. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს თუ მოგვცემენ, უნდა მოგვცენ მხოლოდ წარსული დამსახურების გამო, აწმყოში ჩვენ სათანადოდ არ გამოვხატავთ ევროპისკენ სწრაფვის სურვილს. კლასიკური შემთხვევაა სხვის ბოსტანში კენჭების სროლის. შესაბამისად, შენ რომ რამე არ დაგბრალდეს სერიოზული სახით, ისე, თითქოს ეჭვი არ გეპარება, სხვას უნდა აბრალებდე დამაჯერებლად. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ მისი ნაბიჯები არ არის საკმარისი იმ მიზნის მისაღწევად, რაც ჩვენ გვინდა და შეიძლება, ეს ყველაფერი არ დამთავრდეს წარმატებით. ამიტომ წინასწარ საჭიროა ნიადაგის შემზადება, რომ შემდეგ ხალხმაც და თვითონაც ეს ამბავი სხვას უფრო თამამად დააბრალონ და არა თავად აიღონ პასუხისმგებლობა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – გამოწვევების მიუხედავად, საქართველო, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ჩართულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან ინტენსიურ თანამშრომლობაში
შემდეგი სტატიაყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინასა და მოლდოვას – კობახიძე EU-ს კანდიდატის სტატუსზე