ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნებისა“ და „გირჩის“ შეხვედრა დაიგეგმოს

უნდა ვიცნობდეთ „ქართულ ოცნებას“, გავიგოთ, ზოგადად რა უნდათ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც აქამდე ოპოზიციას ესაუბრებოდნენ, მსგავსად უნდა მოიქცნენ „ქართულ ოცნებასთანაც“.

„როგორც ოპოზიციაში ვიცნობდით კოლეგებს და ველაპარაკებოდით იმის მიუხედავად, მოგვწონდა თუ არა, იგივეა გასაკეთებელი „ქართულ ოცნებაში“. უბრალოდ, ვიცნობდეთ ამ ადამიანებს, გავიგოთ, რა უნდათ ზოგადად, ჩვენ რა გავლენა შეიძლება მოვახდინოთ მაშინ, როცა მათ სურვილები არ მოგვეწონება. სულ ცოტა, უნდა ვიცნობდეთ ამ ადამიანებს. აქამდე რომ არ ვაკეთებდით ამას, შეცდომა იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

banner
წინა სტატიაში“ბოკერია, რომელიც ქართულ სახელმწიფოს რევოლუციით ემუქრება, დღეს პარლამენტარიც კი არ არის”
შემდეგი სტატიაწულუკიანი: გარეჯის საქმე, ორი პირის პატიმრობა არ არის და ვერ იქნება დაკავშირებული გარკვეულ რაუნდებთან, სამშობლო, მისი ტერიტორიები დგას გაცილებით მაღლა