„ამნისტიის შესახებ“ ორი კანონპროექტია, შეიძლება, არც ერთი არ მიმაჩნდეს ზუსტად ისეთად, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტშია, მაგრამ მგონია, რომ ამ დოკუმენტთან უფრო ახლოს არის „ქართული ოცნების“ ვერსია, ვიდრე ოპოზიციის – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენისას იქნება დისკუსიები და მხარეები ეცდებიან, რომ ან აქეთ დაარწმუნოს ვიღაცამ, ან – იქით.
„ეს არის პროცესი და კომპრომისის იმედი მაქვს. ეს კანონპროექტი უნდა იყოს ისეთი, რომელსაც პარლამენტში შემოსული ყველა ოპოზიცია მხარს დაუჭერს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დღეს მეორე მოსმენით განიხილავს.