ხვიჩა მებონია: გელაზე ზეწოლა მხოლოდ დასაწყისია

“ორ კვირზე მეტია ქ. წალენჯიხის მაჟრიტარობის კანდიდატი ჩვენი პარტიიდან „საქართველოსთვის“, გელა აბულაძე, მისი ოჯახის წევრები და სოფ ეწერში მისი ფერმის თანამშრომლები დაკითხვებზე დაჰყავთ.
მიწები რომ დაურეგისტრირა თვითონ სახელმწიფომ შარშან, მაგაზე ედავებიან – არასწორად იყო დარეგისტრირებულიო. კაცმა სახელმწიფოს მიმართა ოფიციალურად, კანონდმებლობის სრული დაცვით, დაურეგისტრირეს და თავიანთსავე გადაწყვეტილებაზე საქმე აღძრეს. იმდენად აბსურდულია ეს ყველაფერი რომ ვიფიქრეთ, უბრალოდ მოსინჯეს, იქნებ შეეშინდეს გელას და ჩაეხსნას საარჩევნო კამპანისო.
მაგრამ არა, ისე თავხედურად და ისე უნამუსოდ აძლიერებენ ზეწოლას, რომ წარმოდგენაც კი ძნელია…
აღმოჩნდა, რომ გელაზე ზეწოლა მხოლოდ დასაწყისია. ცოტა ხანში მიადგნენ ჩვენს სხვა მაჟორიტარობის კანდიდატებსაც, მაგრამ ვერც ისინი გატეხეს. თუმცა ბოლო ბოლო მიანც იპოვეს სუსტი რგოლი.
ჩვენმა მაჟრიტარობის კანდიდატმა ჭალე–მუჟავას საარჩევნო ოლქში, არჩევნებიდან თავი მოიხსნა. ქალბატონი ლალი ჭკუიდან იყო გადასული. ტიროდა და ბოდიშებს გვიხდიდა, მაპატიეთ, არ მეგონა თუ ამის თმქა მომიწევდა თქვენთვის, მაგრამ აღარ შემიძლია, ოჯახის განადგურებით მემუქრებიან და ვერ გავუძელიო…
ორი დღის წინ იმავე ოლქში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მოიხსნა თავი და დღესაც არავინ იცის რატომ, კაცი დაიკარგა საერთოდ.
ახლა მარტო ოცნების კანდიდატი დარჩა. ასარჩევიც არავინაა ფაქტიურად.
ეს არის საკუთარი მოსახლეობის აბუჩად აგდება.
ქართულმა ოცნებამ, ამ ორი უდიდესი სოფლის მკვიდრთ ფაქტიურად შემდეგი რამ უთხრა – თქვენ არარაობები ხართ. თქვენ არ გაქვთ არჩევანის უფლება, თქვენ მხოლოდ ის უნდა გააკეთოთ რასაც ჩვენ მოვისურვებთო.
მე დარწმუნებული ვარ ბრძენი და ღირსეული ჭალელები და მუჟაველები საკადრის პასუხს გასცემთ „ქართული ოცნების“ ამ უღირს ქცევას.
გავა დრო, წლები მიილევიან და იმ სახლში სადაც ახლა თქვენ ცხოვრობთ გამოჩნდება სხვა ადამიანია. ის დაიძინებს იმ საძინებელში სადაც ახლა თქვენ გძინავთ, ისაუზმებს, თქვენს სამზარეულოში, მიიღებს შხაპს თქვენს აბაზანაში… და როცა სარკეში ჩაიხედავს, დაგინახავთ თქვენ, რადგან ეს იქნებით თქვენ ოღონდ მრავალი წლის შემდეგ. და ერთხელაც, ადრე თუ გვიან, სარკეში მორიგი ჩახედვისას, ის აუცილებლად გკითხავთ:
რა გააკეთე შენ, როცა ასე აშკარად და ღიად ჩაგაფურთხეს სულში?
და თუ გინდათ რომ საკუთარი თვალების არ შეგრცხვეთ, თუ გინდათ რომ საკუთარი წარსულის არ შეგრცხვეთ, თუ გინდათ რომ საკუთარი შვილების არ შეგრცხვეთ, გამოიყენეთ ეს შანსი და გაეცით ღირსეული პასუხი თქვენი აბუჩად აგდების, თქვენთვის სულში ჩაფურთხების მცდელობას – მიდით არჩევნებზე და ხმა მიეცით ქალს, დედას, მეუღლეს, რომელსაც ერთ დღეში ცხოვრება კოშმარად უქციეს… დაანახეთ ღირსებადაკარგულ მედროვეებს „ქართული ოცნებიდან“, თუ რაოდენ უსუსურია მათი ნებისმიერი თავზეხელაღებული მცდელობა ხალხის ღირსეული ნების წინაშე”-წერს პარტია “საქართველოსთვის” წალენჯიხის მერობის კანდიდატი ხვიჩა მებონია.

banner
წინა სტატიაშიექსპრემიერის ხულოს ორგანიზაცია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – 11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავი გვახსენებს, რომ ტერორიზმს არასოდეს არ უნდა გავამარჯვებინოთ