18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „არსენალთან“ „პარი სენ-ჟერმენმა“ პენალტების სერიით მოიგო. (1:1 ძირითადი დრო, პენალტები 4:3)

თავდაპირველად, ფინალური მატჩის ანგარიში “არსენალმა” შეხვედრის პირველ ნახევარში გახსნა.

პარიზულმა “პსჟ”-მ ანგარიში თამაშის მეორე ნახევარში, 65-ე წუთზე უსმან დემბელეს პენალტით გაათანაბრა. 11-მეტრიანი გუნდმა ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ წესების დარღვევით მოიპოვა.

მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით – 1:1 დასრულდა, რომელიც არც დამატებით დროში შეიცვალა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს „არსენალი“ და „პსჟ“ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, “პუშკაშ არენაზე” დაუპირისპირდნენ.

შეგახსენებთ იმასაც, „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეორედ მოიგო. წინა გამარჯვება გუნდმა გასულ წელს „ინტერთან“ მოიპოვა.

banner
წინა სტატიაშიშაბათის მარშის მონაწილეები, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების აქციაზე მივიდნენ
შემდეგი სტატიასაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა