7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯილდო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (სჟა) პრეზიდენტმა, გიგა გვენცაძემ გადასცა.

კვარაცხელია რომ ყოველწლიური გამოკითხვის გამარჯვებული იყო, 31 იანვარს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული დაჯილდოების ცერემონიალზე გაირკვა. მაგრამ ქართველი ვარსკვლავი „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად იმყოფებოდა და ჯილდოს მიღება პირადად ვერ შეძლო.

სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვა პირველად 1964 წელს ჩატარდა. ამ ხნის მანძილზე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი 5 ფეხბურთელი გახდა. 1964 წელს სლავა მეტრეველი, 1967 წელს მურთაზ ხურცილავა, 1981-ში რამაზ შენგელია, 2023-ში ხვიჩა კვარაცხელია, 2024-ში კი – გიორგი მამარდაშვილი.

კვარაცხელია ერთადერთი ფეხბურთელია ვინც საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ორჯერ – 2023 და 2025 წლებში დასახელდა.

banner
წინა სტატიაშიანტონიუ კოშტა – 2008 წელს – საქართველოში, 2014 წელს კი ყირიმში შეჭრის შემდეგაც ევროპა შეეცადა, გაეგრძელებინა მოლაპარაკებები რუსეთთან, 2022 წელს მივხვდით, რომ რუსეთს არ სურს თანამშრომლობა
შემდეგი სტატია“კარგით რა, ტელევიზიები მოეშვით პატრიარქის არჩევნებს, მოეშვით. უხერხულია”- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე