ხვიჩა კვარაცხელია პორტუგალიასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

მატჩში პირველი გოლი 94-ე წამზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, მან გიორგი მიქაუტაძის გადაცემა გამოიყენა. 57-ე წუთზე თავად მიქაუტაძემ გაიტანა, მან პენალტი ზუსტად შეასრულა.

უეფა-მ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. ხვიჩა მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო. გოლის გარდა, მან კარში ზუსტად ორჯერ დაარტყა, ორიდან ორი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, რვა დუელი მოიგო და მეტოქეები ოთხჯერ დააჯარიმა.

საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7.9 ქულით შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, ჩეხეთთან საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვებას ულოცავს
შემდეგი სტატია“ქოჩორას” სთორი ინსტაგრამზე პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ (ფოტო)