ხვიჩა კვარაცხელია მშობლიურ წალენჯიხაშია

საქართველოს ნაკრების და ყაზანის რუბინის შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია არდადეგებს მშობლიურ წალენჯიხაში ატარებს.
ის ხვდება თავის ქომაგებს, რომლებიც მშობლიურ ქალაქში მრავლად ჰყავს. განსაკუთრებულ ყურადღებას კვარაცხელია ბავშვებს უთმობს. ის წალენჯიხაში ფეხით დადის და მას ბავშვები გუნდ-გუნდად დასდევენ. ართმევენ ავტოგრაფებს, მასთან ერთად იღებენ ფოტოებს.

როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, დაგეგმილია რამდენიმე სპორტული ღონისძიება, რომელშიც ხვიჩაც მიიღებს მონაწილეობას.
ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული. ცოტა ხნის წინ ხვიჩა 2020 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დაასახელეს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში“რიონის ერთ-ერთ მცველს” აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაროგორც ჩანს, მსოფლიოს დაავიწყდა, რომ რუსი ჯარისკაცები არალეგალურად რჩებიან საქართველოშიც – მაკფოლი