უეფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
ქართველმა გარემარბმა ტურნირზე გამორჩეული სტატისტიკა აჩვენა: მან 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მოედანზე 1141 წუთი გაატარა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. კვარაცხელიას ლიდერობით, პარიზულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეფასებაში ნათქვამია, რომ ქართველი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენის“ წარმატების მთავარი შემოქმედი იყო:
-
ფინალი: „არსენალთან“ გამართულ გადამწყვეტ მატჩში სწორედ კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშისას დაინიშნა პენალტი, რომელიც უსმან დემბელემ გამოიყენა და ლუის ენრიკეს გუნდს ანგარიშის გათანაბრებაში დაეხმარა.
-
საუკეთესო მატჩი: უეფა ხაზს უსვამს „ბაიერნთან“ გამართულ ნახევარფინალურ დრამას (5:4), სადაც ქართველმა ვარსკვლავმა დუბლი შეასრულა და თავისი ულამაზესი გოლებით გუნდს გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
„შეუდარებელი ქართველი გარემარბი მთელი ტურნირის განმავლობაში მარცხენა ფლანგზე ბრწყინვალე თამაშით გამოირჩეოდა და გადამწყვეტ მომენტებში გუნდისთვის ლიდერის ფუნქცია იკისრა“, – აღნიშნულია უეფა-ს ოფიციალურ განცხადებაში.















