ხვიჩა კვარაცხელია: არავის ვუსურვებ, რომ ასეთი რამ განიცადოს, თანაც, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ

“არავის ვუსურვებ, რომ ასეთი რამ განიცადოს, თანაც, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ. ეს ურთულესი გადასატანი იყო და დღემდე განვიცდი.

კარგი ნაკრები ჩამოყალიბდა, ევროპის ჩემპიონატამდე ორი ნაბიჯი გვაშორებდა და მჯერა, წარმატებას მაინც მივაღწევთ.

გუნდი ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯზე მიუახლოვდა, ანუ გარკვეულ დონეზე გაიზარდა. ამიტომაც მჯერა, რომ გუნდი მშენებლობა გაგრძელდება, კარგი მოთამაშეები გვყავს, გამოცდილებიც და ახალგაზრდებიც. ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებაც გამოცდილება იყო, რომელიც სამომავლოდ გამოგვადგება”-წერს ფეხბურთელი ხვიჩა კვარცხელია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისასუნთქი აპარატების დეფიციტი ქვეყანაში არ არის – ეკატერინე ტიკარაძე
შემდეგი სტატიაამ მთავრობის და ამ ოლიგარქის ასეთი უტიფარი საქციელის ფასს იხდის მთელი ქვეყანა – ბოკერია