“ყველაზე წარუმატებელი კაციც ჰპოვებს უდიდეს სიყვარულს ქართულ სუფრაზე”

“ჩემი აზრით, ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მონაპოვარი სწორედ ამ ორ შედევრზე დგას, რომელსაც ქართული სუფრა და მისი წესი თავის თამადით ეწოდება და მე ვფიქრობ, ყოფითი ცხოვრების არსი, არსი თვითონ ცხოვრება გახლავთ და ყოფითი ცხოვრების ყველაზე დიდი შენაძენი სიყვარული და ბედნიერებაა.

მე ვფიქრობ, რომ ქართული სუფრა არის ჭეშმარიტად ყველაზე დიდი მონაპოვარი ადამიანის ყოფითი ცხოვრების, რამეთუ ქართული სუფრა არის ფეიერვერკი სიყვარულის და ბედნიერების, ყველაზე წარუმატებელი კაციც ჰპოვებს უდიდეს სიყვარულს ქართულ სუფრაზე და აუცილებლად ხდება ბედნიერი… მე მგონია, რომ ღვინო იყო პირველადი, ღვინომ მოითხოვა სიმღერა, როგორც ხდება სუფრაზე, მას დასჭირდა გაძღოლა და კარგი თამადა ამისთვის აუცილებელია. ადამიანი იმისთვის იბადება, როგორც მოყვარული, უყვარდეს, მოახერხოს, იყოს ბედნიერი, რა თქმა უნდა, შედევრი, ამის ბუკეტი გახლავთ ქართული სუფრა და იქ იყრის ყველაფერი თავს ”-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი

banner
წინა სტატიაში” ამ თემას არ ვეშვები და სწორი მიგნება მაქვს – ქართული სუფრა უდიდესი მონაპოვარია”
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილი თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია”