ყველაზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება კუპიანსკის, ლიმანის და ბახმუტის მიმართულებით

ყველაზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება კუპიანსკის, ლიმანის და ბახმუტის მიმართულებით, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.

„მძიმე მდგომარეობაა, გვიწევს ისეთ პირობებში ბრძოლა, როდესაც ოკუპანტს აქვს უპირატესობა როგორც შეიარაღების, ისე ცოცხალი ძალის მხრივ. ბახმუტის მიმართულება რჩება უაღრესად მნიშვნელოვანი რუსი დამპყრობლებისთვის. ისინი ამახვილებენ მასზე მთავარ ძალისხმევას და იყენებენ სადესანტო ძალების“, – აღნიშნა სირსკიმ.

მეთაურის თქმით, სამივე მიმართულებით უკრაინული ჯარები იცავენ თავდაცვას და ანადგურებენ მოწინააღმდეგეს.

banner
წინა სტატიაშიმარია ზახაროვა: საზღვრებთან “NATO-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას უპასუხოდ არ დატოვებენ
შემდეგი სტატიარუსეთი სპეცოპერაციის მიზნებზე უარის თქმას არ აპირებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა