ყველაზე სახიფათო ტენდენციაა, ქუჩის და კრიმინალური მენტალიტეტის ადამინების ჩართვა საარჩევნო პროცესებში – ზაალ უდუმაშვილი

„ეს იყო კომპლექსი, მოსყიდვის, დაშინების, ფარულობაზე პირდაპირი ზეწოლის,“ – ასე აფასებს არჩევნების მეორე ტურს „ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე. ვაშაძე მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ, სადაც ხელისუფლების გაყალბების მექანიზმმა ვერ იმუშავა, ცალსახად გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.

„ეს იყო კომპლექსი, მოსყიდვის, დაშინების, ფარულობაზე პირდაპირი ზეწოლის. ეს იყო კომპლექსი იმ მექანიზმის, რომელიც მათ ააწყვეს. ეს მილიონ ასი ათასი ხმა მათ არ მიუღიათ, პირდაპირ გეუბნებით და იქ, სადაც ამ კომპლექსის რომელიმე კომპონენტმა ვერ იმუშავა, მაგალითად საქართველოს ფარგლებს გარეთ, ტოტალურად მოვიგეთ 60/40. ეს არის რეალური სურათი, რასთან გვქონდა საქმე ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზალიკო უდუმაშვილი ამბობს, რომ ამ არჩევნებზე ამომრჩევლის უპრეცედენტო მოსყიდვა და გაყალბება დაფიქსირდა. ყველაზე სახიფათოს უდუმაშვილი, საარჩევნო პროცესში ე.წ. ქუჩის ბიჭების ჩართვას უწოდებს.

„მე ძალიან ბევრ არჩევნებს მოვსწრებივარ და მე მგონი, რაც კი არჩევნების ისტორიაში გაყალბების მექანიზმები არსებობდა, აბსოლუტურად ყველაფრის სინთეზი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და გამოიყენა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ეს იყო უპრეცედენტო მოსყიდვა ამომრჩევლის. ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ რიგდებოდა ღიად ფული. ეს იყო ზეწოლა, ეს იყო ძალიან დიდი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და რაც ყველაზე სახიფათო ტენდენციაა, ეს არის ე.წ. ქუჩის და კრიმინალური მენტალიტეტის ადამინების აქტიურად ჩართვა საარჩევნო პროცესებში. ეს არის დანაშაული ქართული ერის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვბრუნდებით უკან,“ – განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამ წუთის მონაცემებით, 800 ათასმა ადამიანმა უარი განუცხადა ბიძინა ივანიშვილს- სერგო რატიანი
შემდეგი სტატიაიმდენი ყაყაჩოს ვენოკი იყიდე დღემდე იმ გამხმარ ვენოკებს ხარშავ – ოქრუაშვილი ხაინდრავას პასუხობს