ყველაზე რთულია, როცა პატრიოტიზმი ფარისევლების საბრძოლველ ველად იქცევა, ამის მაგალითია ნუკრი ქანთარია და მისი ინიციატივა

ყველაზე რთულია, როცა პატრიოტიზმი ფარისევლების საბრძოლველ ველად იქცევა, ამის მაგალითია ნუკრი ქანთარია და მისი ინიციატივა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განუცხადა, რომელიც სამშობლოს დღის დაწესებასთან დაკავშირებით ნუკრი ქანთარიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა.

გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე 26 მაისია და სამშობლოს სიყვარულს უქმე დღე კი არ სჭირდება, ცხოვრებაში იმის ჩვენება უნდა, თუ ეს გსურს და პატრიოტი ხარ.

„მამულისა და სამშობლოს დღე დაცინვაა ნორმალური პატრიოტიზმისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ინიციატივით გამოდის, თამარ მეფის ხსენების დღე, 14 მაისი სამშობლოს დღედ გამოცხადდეს. დეპუტატმა შესაბამისი ცვლილებები „შრომის კოდექსში“ მოამზადა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უქმე დღეების ჩამონათვალიდან 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე უნდა იყოს ამოღებული.

banner
წინა სტატიაში“კობახიძეს ნამდვილად უნდა ბრეჟნევობა” – ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიასამგორის გამგებელმა კახა გულედანმა თანამდებობა ტავოვა