ყველაზე პოპულარული ქართველია გარეთ და აქ, ხანდახან პოლიტიკოსებს მისი სახელის ხსენება უჭირთ – ალასანია

“ისეთი აღფრთოვანებულია, ისეთი განსხვავებული განწყობა აქვს, ორი დღე მართლაც ძალიან ამაღელვებელი იყო. ჩვენთვისაც, ყველასთვის და ამისთვის განსაკუთრებით. წარმოიდგინეთ, ამდენი ხალხი ახსენებდა და თან როგორ კონტექსტში ახსენებდა, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ყველაზე პოპულარული ქართველია გარეთ და აქ, შიგნით, უჭირთ ხოლმე ხანხადან პოლიტიკოსებსაც მისი სახელის ხსენება. ეს ხომ ფაქტია, ხომ ვიცით, სამწუხაროდ. რავიცი, ლაპარაკი იყო გაყვანაზე, მე რომ მკითხოთ, გაყვანა კი არა საერთოდ რა უნდა ციხეში, ასეთი ადამიანი ციხეში რატომ უნდა გვყავდეს. არ არის ახლა ეს უცნაური ვითარება?” – ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მას შემდეგ, რაც კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ის, რაც რეზოლუციის სახით ვნახეთ, იყო აბსოლუტურად სამარცხვინო და ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა