“ყველაზე მთავარი გამოწვევა და მთავარი საფრთხე საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაა”- გიგი წერეთელი

გიგი წერეთელი აცხადებს, რომ საქართველომ ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობა უნდა გააღრმავოს.
მისი თქმით, ხელისუფლებას რეზოლუციაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხები უფრო დეტალურად და მკაცრად უნდა ჰქონდეს აღწერილი.

“ყველაზე მთავარი გამოწვევა და მთავარი საფრთხე საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის არის რუსეთთან ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, ინიციატორებს შევთავაზეთ, რომ დამატებოდა იმ პუნქტს, სადაც ეწერა მხოლოდ რუსეთთან რაციონალური პოლიტიკა, ჩვენ უნდა ჩავამატოთ პრინციპული პოლიტიკის საკითხი, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთის პოლიტიკის გამო ჩამოყალიბდა. ოკუპირებული ტერიტორეიბი, დევნილების დაბრუნების საკითხი, შეუსრულებელი ვალდებულებები. ეს არის პრინციპი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარების,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისი თქმით, რეზოლუციაში ასევე მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პუნქტს დაემატოს საქართველოს დეოკუპაციის საკითხი.

banner
წინა სტატიაშირუანდაში მატჩების დროს ჯადოქრობები აკრძალეს
შემდეგი სტატიამთავრობა სასამართლოებში საქმეების ელექტრონულად განაწილების წესის ამოქმედებას 2018 წლიდან გეგმავს