“ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინ არის პირველწყარო” – ომბუდსმენი ბესელიას კადრებზე

სახალხო დამცველი ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია გამოძიებამ დაადგინოს ვინ არის პირველწყარო :

„ამ საქმეში და ამ ტიპის საქმეებში არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმის დადგენა ვინ დგას ამ ტიპის კადრებს გავრცელების უკან, ანუ ვინ არის პირველწყარო და ვინ აწყობს მსგავსი ტიპის ტერორს ადამიანების და საზოგადოების წინააღმდეგ. სამწუხაროდ 2016 წელშიც როდესაც არაერთი კადრი გავრცელდა, მათ შორის იყო მუქარები ჩვენ ვერ გავიგეთ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. მაშინაც პასუხისგებაში მიეცა ის პირები, რომლებიც ინახავდნენ ამ კადრებს ან ავრცელებდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ვინ იყო ინიციატორი და ვინ ატვირთა,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაში“ვნანობ, უნდა გამოვასწოროთ ყველაფერი და უნდა მოვრჩეთ კინკლაობას“
შემდეგი სტატიადრო გვჭირდება, რომ გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს გააზრებულ და ემოციისაგან დაცლილ პოზიციას – ბესელია გუნდიდან წასვლაზე