ყველაზე მნიშვნელოვანია ბირთვული ტრიადის განვითარება, რაც გლობალური სტაბილურობის მთავარი გარანტიაა – პუტინი

კრემლში რუსეთის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულებისთვის მიმართვისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ გააგრძელებენ შეიარაღებული ძალების გაუმჯობესებას “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” დროს მიღებული “ფასდაუდებელი” გამოცდილების საფუძველზე.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ბირთვული ტრიადის განვითარებაა.

“სამარტის ტიპის საკონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა ახლო მომავალში იგეგმება. ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ბირთვული ტრიადის განვითარება, რომელიც რუსეთის სამხედრო უსაფრთხოებისა და გლობალური სტაბილურობის მთავარი გარანტიაა.

სტრატეგიული სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებისა და ფორმირებების თითქმის ნახევარი უკვე აღჭურვილია უახლესი იარსის კომპლექსებით. ამავდროულად, იგეგმება სამხედროების თანამედროვე სარაკეტო სისტემებითა და ავანგარდის ტიპის უპლტრაბგერითი ქობინებით შეიარაღება”, – თქვა პუტინმა.

პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრძოლაში არის “გარკვეული სიმშვიდე”, უკრაინის მხრიდან აქტიური შეტევითი ოპერაციები ჯერ არ განხორციელებულა. მისივე მტკიცებით, უკრაინა მძიმე დანაკარგებს განიცდის ბრძოლის ველზე.

“მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს (უკრაინის) შეტევითი პოტენციალი ჯერ არ არის ამოწურული, ასევე არის რეზერვები, რომლებზეც მტერი ფიქრობს სად და როგორ შემოიტანოს”, – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში შეხვედრის მთავარ თემებს სავიზო რეჟიმის გამარტივება, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა და „შავი ზღვის მხარდამჭერი აქტი“ წარმოადგენდა – ვაშაძე
შემდეგი სტატიასაფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საფრანგეთი მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია, ყოველდღიურად ვხედავთ, რამდენად დიდია ამის სურვილი ქართველი ხალხის მხრიდან