ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ქვეყანაში სამუშაო ადგილები მიაჩნიათ- GFK კვლევა

სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, რომელიც „რუსთავი2“-ის დაკვეთით ამერიკულ-გერმანულმა კომპანიამ GFK-მ ჩაატარა. კითხვაზე რა არის მთავარი ეროვნული პრობლემა გამოკითხულთა 49.7 % ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია, ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვანია 10.9%-სთვის, დაბალი ხელფასები და სიღარიბე 10%, პენსიები მნიშვნელოვანია 8.4%-სთვის. ფასების ზრდა 6.1%-სთვის . ჯანდაცვას კი 4.8% აქვს. დაძაბულობა რუსეთთან 3,3%, 2.1 %-ის აზრით კი მნიშვნელოვანი საკითხია პოლიტიკური არასტაბილურობა. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად მიაჩნია გამოკითხულთა 0.1%. არცერთი- ეს პასუხი გასცა გამოკითხულთა 0.2%-მა.

banner
წინა სტატიაშიკვლევის მიხედვით ნაციონალურ მოძრაობას ხმას 21.7%, ხოლო ქართულ ოცნებას 22.4% მისცემს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვცვლით რეპრესიულ კულტურას და შემოგვაქვს დაბალანსებული ანტინარკოტიკული პოლიტიკა