16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ყველაზე მეტი დაუსწრებელი განაჩენი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლ ქართველებს – რუსეთის გადაწყვეტილება

2024 წლიდან რუსეთის სასამართლოებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მებრძოლი უცხოელი მოხალისეების წინააღმდეგ სულ მცირე 180 დაუსწრებელი განაჩენი გამოიტანეს, მათ შორის ყველაზე მეტი – 58  საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, წერს გამოცემა „Вот Так“.

გამოცემის ინფორმაციით, შემდეგ მოდიან აშშ-ის (22) და გაერთიანებული სამეფოს (12) მოქალაქეები. ყველა ფიგურანტი რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი და მათ წინააღმდეგ საქმეები, ძირითადად, „დაქირავებულობის“ მუხლითაა აღძრული.

უკრაინელი იურისტის და ადამიანის უფლებათა დამცველის, ნიკოლაი პოლოზოვის შეფასებით, უცხოელი მებრძოლების დაქირავებულებად მოხსენიება იურიდიულად არასწორია, რადგან ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები ან მოხალისეები არიან.

ბოლო მსგავსი გადაწყვეტილება 2026 წლის 10 მარტს გამოცხადდა — რუსეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ზაზა შონია უკრაინის მხარეს ბრძოლაში მონაწილეობის ბრალდებით დაუსწრებლად 28 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 4 პირი
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინის წარმომადგენელი და სტივ უიტკოფი ერთმანეთს ფლორიდაში შეხვდნენ