ყველაზე მძიმე იყო იმის დანახვა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები იყო – მარგველაშვილი

ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე იყო იმის დანახვა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები იყო – ეს განცხადება, გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას გააკეთა.

პრეზიდენტმა არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება.  მან ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტებზე ისაუბრა და თქვა, რომ მოხდა მძიმე სოციალური ფონის გამოყენება.

„ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე იყო იმის დანახვა, რომ იყო შემთხვევები, რომელიც გაზიარებული იყო მედიითაც და ისეც, ამომრჩევლის მოსყიდვის. ემოციურად ყველაზე მძიმე ეს არის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ამომრჩეველი, ყველაზე წმინდას და ყველაზე ძლიერს, რაც მას, როგორც მოქალაქეს აქვს, თავის ხმას, რომ განაპირობოს ხელისუფლების ფორმირება, რომ ამ ხმის გაყიდვის წინაშე დგას, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე არის იქიდანაც გამომდინარე, რომ კიდევ ერთხელ მე ვხედავ, როგორ უჭირს ჩვენს მოსახლეობას, რა მძიმე ეკონომიკური ფონია,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაში,,მოწოდებას არ ვაპირებ არავისთვის, რომ ისინი წავიდნენ და ვინმეს დაუჭირონ მხარი”
შემდეგი სტატია,,5 წელი ვეუბნებოდი “ქართულ ოცნებას” სადაც იყო შეცდომები, თუმცა მხოლოდ კრიტიკა მესმოდა”