“ყველაზე კარგად საკუთარი მდგომარეობის სიმძიმე თვითონ ბორია ივანიშვილს ესმის და ყველანაირად ეცდება თავის დაძვრენას” – ირინა სარიშვილი

“ყველაზე კარგად საკუთარი მდგომარეობის სიმძიმე თვითონ ბორია ივანიშვილს ესმის და ყველანაირად ეცდება თავის დაძვრენას”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ირინა სარიშვილი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ოცნების” მთავრობამ აქციის დაშლის მიზნით, აქტივისტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროიდან საერთაშორისო დონეზე აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენა.

სარიშვილი იმედოვნებს, რომ ქართველ ერს გააზრებული აქვს შექმნილი მდგომარეობის მნიშვნელობა და რეჟიმს არ მიეცემა სიტუაციიდან თავის დახსნის საშუალება.

“საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა რას ბოდავენ რეჟიმის მაღალჩინოსნები. ვერც ქოცთა უაზრო ყიყინი შეცვლის რამეს. ყველაზე კარგად საკუთარი მდგომარეობის სიმძიმე თვითონ ბორია ივანიშვილს ესმის და ყველანაირად ეცდება თავის დაძვრენას, რაც რთული წარმოსადგენია.
გამოვთქვამ იმედს რომ ბოლომდე გააზრებული გვაქვს შექმნილი მდგომარეობის მნიშვნელობა და თავმოუბმელობით, მავნებლობით თუ უკვე ტრადიციად ქცეული სასარგებლო იდიოტობით არ მივცემთ საკუთარი ხალხის სასიკვდილოდ გამწირავ რეჟიმს პასუხისმგებლობისგან თავის დახსნის საშუალებას.
როგორც არ უნდა შეგვაშინონ, რითაც არ უნდა დაგვემუქრონ და რაც არ უნდა დაგვიჯდეს, ეს საქმე უნდა მივიყვანოთ ლოგიკურ ფინალამდე – ანუ ბოლომდე.
ბ ო ლ ო მ დ ე!” – წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიახალი სკანდალი თბილისის გარე განათების პროექტებთან დაკავშირებულ საქმეში
შემდეგი სტატიასუს-მა გამოკითხვაზე “საია”-ს ორი თანამშრომელიც დაიბარა