“ყველაზე ღარიბმა პრეზიდენტმა” პენსიაზე უარი თქვა

ურუგვაის ყოფილმა ლიდერმა ხოსე მუხიკამ, რომელსაც ცხოვრების მოკრძალებული სტილის გამო “მსოფლიოში ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი” შეარქვეს, უარი თქვა სენატორის პენსიაზე – “ბიბისი” წერს. მუხიკა ურუგვაის სენატში 2015 წლიდან მუშაობდა, მას შემდეგ რაც საკუთარი საპრეზიდენტო ვადა ამოწურა. აგვისტოს დასაწყისში ყოფილმა პრეზიდენტმა სენატორის პოსტიც დატოვა იმის მიუხედავად, რომ შეეძლო 2020 წლამდე ყოფილიყო. მან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

ყოფილი პრეზიდენტი ახლა 83 წლისაა, აქედან 14 წელი მან სამხედრო ციხეში გაატარა. ის ცნობილია ცხოვრების მოკრძალებული სტილით. მთელი თავისი საპრეზიდენტო ვადის პერიოდშიი მუხიკა მეუღლესთან ერთად საკუთარ ფერმაში ცხოვრობდა დედაქალაქთან ახლოს. თავისი ხელფასის 90%-ს მუხიკა ქველმოქმედებაში ხარჯავდა.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვანი გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ოზურგეთში ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“თქვენი ქცევებით გვარცხვენთ საკუთარი შვილების თვალწინ, გვანადგურებთ, როგორც ქვეყანას” – ამერიკელი გენერალი ტრამპს