ყველაზე ძვირადღირებული ბრილიანტი გაიყიდა ჟენევის აუქციონზე

ყველაზე ძვირადღირებული ბრილიანტი გაიყიდა ჟენევის აუქციონზე

7ბრილიანტი “ცისფერი ოპენგეიმერი” ჟენევაში, Christie’s აუქციინზე 57,6 მილიონ დოლარად გაიყიდა. შედეგად, ის გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქვა, რომელიც ოდესმე გაყიდულა აუქციონებზე.
ქვის ყიდვისთვის ორი მონაწილე იბრძოდა, რომლებიც საკუთარი წარმომადგენლებით ტელეფონიდან ვაჭრობდნენ. მათი სახელები ცნობილი არ არის.
ბრილიანი “ცისფერი ოპენგეიმერი” 14,62 კარატს იწონის და ის ადრე სერ ფილიპ ოპენგეიმერს ეკუთვნოდა.
ქვის გაყიდვამდე, წინა რეკორდი ეკუთვნოდა ქვას “ცისფერი მთვარე”, რომელიც სოტბის აუქციონზე გასული წლის ნოემბერში 48,6 მილიონად გაიყიდა.

banner
წინა სტატიაშიავღანელმა პოლიციელმა 8 თანამშრომელი მოკლა და “თალიბანს” შეუერთდა
შემდეგი სტატიაბიბისი: 2050 წელს სუპერბაქტერია ყოველ სამ წამში ერთ ადამიანს მოკლავს