„ყველაზე დიდი სურვილია, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს”

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილების ხსოვნას მოქალაქეებმა პატივი ქაშვეთის ეკლესიაში მიაგეს. თბილისის მერთან ერთად, სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა მისი მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი. მან გარდაცვლილების გამო მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს, მერია ყველაფერს გააკეთებს.

„ყველაზე დიდი სურვილია, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში აღარ განმეორდეს და ჩვენ, დედაქალაქიც, მუნიციპალიტეტიც ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მინიმალურამდე მოხდეს მსგავსი შემთხვევები. ზოგადად, ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდიდანაც და მუნიციპალიტეტიდანაც არა ერთხელ გაკეთდა განმარტებები და თუ კიდევ ამ საკითხის მიმართ დარჩა დამატებითი შეკითხვები და ვერ მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია, ამაზეც მოგახსენებთ,“ – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

აფეთქების შედეგად გარდაცვლილების ცხედრები გუშინ ქაშვეთის ეკლესიაში მიასვენეს. ადგილზე იყვნენ შეკრებილები გარდაცვლილების ოჯახის წევრები და ახლობლები. ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაღუპულების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი საქართველოს პატრიარქმა გადაიხადა. აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს.

banner
წინა სტატიაშიდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალეს
შემდეგი სტატია“ეს ადამიანები კალაძის საოჯახო ბიზნესს შეეწირნენ” – ნათელაშვილი დიდი დიღმის ტრაგედიაზე საუბრობს