“ყველაზე ცუდად, ვინც გამოიყურება მთელი ამ პროცესის შემდეგ, მმართველი პარტიაა“ – ეკა ბესელია ანაკლიის პროექტის შესახებ

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მათ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოსტები დატოვეს, ეკა ბესელია გაბედულ ნაბიჯს უწოდებს.

პარლამენტის წევრი და „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძის ეს გადაწყვეტილება სწორედ იმას უკავშირდება, რომ პროექტი არ დაზარალდეს

„მართლაც გაბედული გადაწყვეტილება იყო ხაზარაძის მხრიდან, რომ ის ამ პროექტისგან დისტანიცირებას იმიტომ ახდენს, რომ პროექტი არ დაზარალდეს. ის საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც ამ პროექტის მიმართ ინტერესს იჩენენ, ახლა დგანან ხელისუფლების პირისპირ, ამ პროცესში დაზარალდება ეს პროექტი თუ გაუძლებს ამ ტესტს და გაგრძელდება მისი მშენებლობა, ძალიან რთული თემაა, კომბინირებული ინტერესები ჩანს ამ საქმეში. ფაქტი არის ის, რომ ყველაზე ცუდად ვინც გამოიყურება, მთელი ამ პროცესის შემდეგ, ეს არის მმართველი პარტია,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოში მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უცხოელები ანაცვლებენ. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღეს. თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, მაიკლ ქაუგილი შეასრულებს.

საერთაშორისო იურიდიული ფირმის, „Dentons“-ის უფროსი მრჩეველი თედ ჯონასი და „Concorde Capital“-ის პრეზიდენტი ჟან-პატრიკ ვუაზა საბჭოს რიგითი წევრები იქნებიან.

banner
წინა სტატიაში,, იცვლება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკულ გამოცდის წესი და საგამოცდო პროცესს ემატება ახალი ეტაპი”-შსს-ს განცხადება
შემდეგი სტატიალარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს