ყველაზე ცნობილი ჯაშუშები მსოფლიოში

ორმაგი აგენტი, მოცეკვავე და კურტიზანი

ბრიტანეთში რუსეთის უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრაპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ, ერთ-ერთი კითხვადი თემა ჯაშუშების ისტორიები გახდა. “დოიჩე ველე” თავის მკითხველებს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჯაშუშების შესახებ ახსენებს.


ორმაგი აგენტი, მოცეკვავე და კურტიზანი

ორმაგი აგენტი, მოცეკვავე და კურტიზანი

1910-იან წლებში ახალგაზრდა ნიდერლანდელი მაგრაგეტ გერტრუდ ზელლე, რომელიც პარიზში ცხოვრობდა, მატა ჰარის ფსევდონიმით ცეკვავდა. ის საფრანგეთის მაღალ წრეებში ტრიალებდა და ურთიერთობა ჰქონდა ოფიცერებსა და პოლიტიკოსებთან. თავისი ცხოვრების წესის გამო მატა ჰარით გერმანული დაზვერვა დაინტერესდა, გარკვეული ხნის შემდეგ კი – ფრანგული კონტრდაზვერვა. როცა ის ფრანგებს დათანხმდა თანამშრომლობაზე, მათ მოცეკვავე გამოიჭირეს ორმაგ აგენტობაში.

 

 

ცოლ-ქმარი როზენბერგები

ცოლ-ქმარი როზენბერგები

1950-იანი წლების დასაწყისში კომუნისტი ცოლ-ქმარის იულიუს და ეთელ როზენბერგების ისტორიამ ამერიკული საზოგადოების აზრი ორად გაყო. როზენბერგებს ბრალად ედებოდათ მოსკოვისთვის აშშ-ს ატომური საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა. მაშინ, როცა ერთნი მათთვის სასჯელის უმაღლესი ზომის გამოტანას კანონზომიერად თვლიდნენ, სხვების თვალში უდანაშაულო მსხვერპლი იყვნენ, რომლებიც თავიანთი იდეოლოგიის გამო დაზარალდნენ. საერთაშორისო პროტესტების მიუხედავად, წყვილი 1953 წელს სიკვდილით დასაჯეს.

 

 

ჯაშუში კანცლერის უწყებაში

ჯაშუში კანცლერის უწყებაში

ის, რაც გერმანიის ფედერალურ რესპოუბლიკაში დაიწყო, როგორც ჯაშუშური სკანდალი, მალე სახელმწიფო მასშტაბის კრიზისში გადაიზარდა. ექს-კანცლერ ბილი ბრანდტის პირადი რეფერატი გიუნტერ გიიომი (ფოტოში შუა), გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის აგენტი აღმოჩნდა, ის პირდაპირ კანცლერის უწყებიდან გადასცემდა ინფორმაციას. ამ ფაქტმა საზოგადოება შოკში ჩააგდო, კანცლერი კი – გადადგა.

 

 

“კემბრიჯის ხუთეული”

“კემბრიჯის ხუთეული”

1979 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი ენტონი ბლანტი ბრიტანეთის ჯაშუშების ისტორიაში ერთ-ერთ ხმაურიან სკანდალში გაეხვა. მან აღიარა, რომ იმ ხუთკაციანი აგენტების რიგებში იყო, რომელთაც ბრიტანეთის მაღალ ეშელონებთან ჰქონდა ურთიერთობა და სსრკ-ს აწვდიდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაციას. ოთხი აგენტი დააკავეს. მეხუთეს ვინაობა დღემდე არ იციან.

 

ჯაშუშური ანშლაგი

ჯაშუშური ანშლაგი

ყოველ სამშაბათ დღეს ვითომ დიასახლისი ჰაიდრუნ ანშლაგი ქალაქ მარბურგში თავის რადიომიმღებთან ჯდებოდა და მოსკოვის შტაბბინიდან დავალებებს იღებდა. ასე გრძელდებოდა 20 წელი. ანშლაგი გერმანიაში ცხოვრობდა როგორც ავსტრიის მოქალაქე. ის ქმართან ერთად რუსულ მხარეს ნატოს ასობით სტრატეგიულ დოკუმენტს აწვდიდა. 2013 წელს ორივეს წაუყენეს ბრალი ჯაშუშობის ბრალდებით.

banner
წინა სტატიაშისექს-მომსახურება დახმარების სანაცვლოდ – ჰუმანიტარული ორგანიზაციები სკანდალში ეხვევიან
შემდეგი სტატიათბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას დილიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს