ყველას ვთხოვ, ნუ შეეცდებიან, ჩემი გამოსვლის ტექსტში ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას

შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საზოგადოებისა და ოპოზიციის პროტესტს ვიდეომიმართვით უპასუხა. გენერალმა განმარტა, თუ რატომ თქვა, რომ საქართველომ სამი სამოქალაქო ომი გადაიტანა. მისი თქმით, ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი იყო საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე. ჩაჩიბაია ყველას მოუწოდებს, რომ ნუ შეეცდებიან, სიტყვიდან ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას.

„1990-იან წლებში მომხდარი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტში რუსეთი იყო, როგორც დამგეგმარებელი, ასევე ის მონაწილეობდა მისი კონვენციური და არაკონვენციური ძალებით. რუსეთის მიერ ინსპირირებული და მხარდაჭერილი კონფლიქტების მე თავად გახლავართ მონაწილე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად. ჩვენ ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და დამოუკიდებლობას. ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი იყო საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე. ეს არის ჩემი და ყველა პატრიოტის და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველის პოზიცია, ამიტომ ყველას ვთხოვ, ნუ შეეცდებიან, ჩემი გამოსვლის ტექსტში ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას,“ – განაცხადა ჩაჩიბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო 28 წელიწადში 4 ომი გამოიარა, აქედან 3 სამოქალაქო და 1 რუსეთისგან ფართომასშტაბური აგრესია.

banner
წინა სტატიაშიამერიკული სამხედრო ბაზის თემა დღის წესრიგში არ დგას, შესაბამისად, არ მგონია, ამას დიდი დისკუსია უნდა მივუძღვნათ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი სავსეა ქვეყნისთვის საზიანო და მავნებლური იდეებით