ყველას უნდა ესმოდეს, რომ სასულიერო პირი უცოდველი ანგელოზი არაა

მამა ილია ჭიღლაძე მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ეხმაურება.

მხარდაჭერას ვუცხადებ და ვლოცავ ანიტა რაჭველიშვილს, ღმერთმა ადღეგრძელოს! წარმოუდგენელია სასულიერო პირისაგან წყევლა-კრულვა ავი დედაკაცივით, ასე და ამგვარად ხდება ყოველდღიურად ეკლესიის ავტორიტეტის დაცემა და ერის მიერ სასულიეროთა სამართლიანი განკითხვის საბაბის მიცემა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ სასულიერო პირი უცოდველი ანგელოზი არაა, ყველას აქვს თავისი ცოდვები და შეცდომები, მაგრამ ეს ისეთი რამაა, რაც დაუშვებელია და არაფერში ჯდება.

რაც შეეხება ბერა ივნიშვილის მიერ მილიონზე მეტი დოლარის ამაზონის ტყეებისათვის შეწირვას, შეწიროს, თუ ამდენივეს და მეტს საქართველოში (და სხვა მოშიმშილე რეგიონებში) მოშიმშილე ადამიანების გადარჩენას სწირავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მხოლოდ სნობიზმია და არაგონივრული ქველმოქმედება-წერს მამა ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშიმარიამ ჯაში: იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორია და მათ გმირობაზე შექმნილი ფილმი „შინდისი“ ოსკარზე წარსადგენი უცხოური ნამუშევრების ხუთეულში მოხვდება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – სახელმწიფო თავის თავს გამოხატავს მასწავლებლით, ექიმით, კეთილსინდისიერი სამართალდამცველით, რათა, შეასრულოს თავისი პოზიტიური სოციალური ფუნქცია მომავალი თაობების და პენსიონრების წინაშე