ყველას სათითაოდ დავურეკავ, გამოვიყვან რუსთაველზე და ვერ გიშველის საპატრიარქო – ჯაფარიძე სესიაშვილს მიმართავს

ყველას სათითაოდ დავურეკავ, გამოვიყვან რუსთაველზე და ვერ გიშველის საპატრიარქო – ამ განცხადებით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს, “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიმართავს.

საქმე ეხება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხს და ცვლილებებს, რომელიც იგეგმება.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების უფლებით შესაძლოა არა ყველა რელიგიის, არამედ მხოლოდ მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა ისარგებლონ.

“ირაკლი სესიაშვილი, 15,000-ზე მეტი ახალგაზრდა გადავარჩინეთ 1 წლიან მონობას, სამსახურის დაკარგვას, კარიერის და ოჯახების დანგრევას, ჯანმრთელობის პრობლემებს და თავდაცვაში უკვე ფესვგადგმულ საბჭოთა ‘ძედავშინას’

ან გააუქმებთ სავალდებულო სამხედრო სამსახურს

ან შეაჩერებთ მაგ ენითაუწერელ მავნებლობას

ან მე დავურეკავ ყველას სათითაოდ, ოჯახებით და მეგობრებით გამოვიყვან რუსთაველზე, და ვერ გიშველის საპატრიარქო”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ში.

banner
წინა სტატიაშიშსს – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად არის შეფასებული
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია მედიკამენტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერების შესახებ