ყველას მოვუწოდებ, „თიბისი ბანკის“ საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ გადავიტანოთ – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ყველას მოუწოდებს „თიბისი ბანკის“ სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიტანონ. კობახიძე დარწმუნებულია, რომ საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული:

„ყველაფერი გამოძიებული იქნება. მათ შორის, ძირითადი საქმე, რომელზეც საუბარია. ნებისმიერი თანმდევი პროცესი, რომელიც ამ საქმეს უკავშირდება, გამოძიებული იქნება. ჩვენთვის მთავარია, ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში არ გადავიტანოთ. ამის უამრავი მცდელობაა. მათ შორის, იმ სახით, რომ მაგალითად, ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირება მოახდინა. მაშინ, როდესაც ამ საქმესთან დაკავშირებით ახლა დაიწყო გამოძიება. ეს პოლიტიკური სპეკულაციებია. სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადავიტანოთ. ამისკენ ყველას მოვუწოდებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჟიული შარტავას საიუბილეო საღამო გაიმართა
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე : ამ ხელისუფლებას რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, მთელ ოპოზიციას დაიჭერდა