“ყველას ხმა გადამწყვეტია, მოუსმენ ორივეს, იქნება კენჭისყრა და შედეგებს პრესსამსახური მოგახსენებთ”

news
ავტ.: news ოქტომბერი 20, 2016 16:00

“ყველას ხმა გადამწყვეტია, მოუსმენ ორივეს, იქნება კენჭისყრა და შედეგებს პრესსამსახური მოგახსენებთ”

მოსამართლე მერაბ ტურავამ დღეს ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მისივე განმარტებით ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება.

ტურავამ არ ისურვა კომენტარის გაკეთება საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს ფარული კენჭისყრისას.

“ყველას ხმა გადამწყვეტია, მოუსმენ ორივეს, იქნება კენჭისყრა და შედეგებს პრესსამსახური მოგახსენებთ. კანდიდატი, რომ არ დამისახელებია ეს იმას არ ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებ. დავუჭერ იმ კანდიდატს ხმას, რომელსაც დავუჭერ, მაგრამ რადგან კენჭისყრა არის ფარული, აქედან გამომდინარე, კანდიდატზე მეტს ვერ მოგახსენებთ,“ – განაცხადა მოსამართლე მერაბ ტურავამ.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ფარული კენჭისყრით გიორგი პაპუაშვილის შემცვლელი უნდა აირჩიოს.

დღეს გახდება ცნობილი ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი თუ ზაზა თავაძე.

კანონმდებლობის მიხედვით, კანდიდატებს პლენუმის 8 კაციანი შემადგენლობიდან 5 ხმა სჭირდებათ.

კენჭისყრამდე თავმჯდომარეობის კანდიდატები პლენუმის წევრების წინაშე პრეზენტაციით წარდგებიან.

news
ავტ.: news ოქტომბერი 20, 2016 16:00