,,ყველას ინტერესშია, რომ პეტრიაშვილის დაჭრის საქმე სწრაფად და ობიექტურად იყოს გამოძიებული”

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

ყველას ინტერესშია, რომ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმე სწრაფად, ობიექტურად და სრულყოფილად იყოს გამოძიებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისივე თქმით, წინასწარი შეფასებები მოტივთან დაკავშირებით არამართებულია. “საჭიროა ყველა მხრიდან ისეთი განწყობა, რომ გამოძიებას მიეცეს შესაძლებობა, რაც შეიძლება მოკლე დროში, სრულყოფილად და ობიექტურად გაეცეს ყველა მთავარ კითხვას პასუხი. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ამ საქმეზე ყველა კითხვა იყოს პასუხგაცემული. ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – პრემიერთან დღევანდელ შეხვედრაზე არანაირი საქმის გარჩევა არ მოხდება
შემდეგი სტატიამაღაროელები “საქნახშირს” ახალ პირობას სთავაზობენ