ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თინა ბოკუჩავა მისი ქმრის, კოტე იოსელიანის გატაცების დამკვეთებს შორის, მათ შორის, შს მოქმედ მინისტრს ასახელებს და ამბობს, რომ გელაძე ვანო მერაბიშვილის “ყურმოჭრილი მონა იყო”:
“კოტეს გამტაცებლების და გატაცების დამკვეთები, მათ შორის, გელა გელაძის, რომელიც როგორც მეუბნებიან, როდესაც ამერიკაში პოლიტიკურ მეცნიერებას ვსწავლობდი, ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო, ყველას გასაგონად მინდა გარკვევით ვთქვა, არ მეშინია! არ გავჩუმდები და ვიბრძოლებ თქვენი ძალადობრივი მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.