“ყველაფერზე თვალი უნდა დახუჭოთ და არ შეუწყვიტოთ აფხაზეთს ელექტროენერგიის მომარაგება”

ქართული ანდაზაა,

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდეს, უგუნური და უპასუხისმგებლოა.

ბურჯანაძის განმარტებით, თუ ხელისუფლება თვლის, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ასეთ შემთხვევაში, აფხაზეთს ელექტროენერგიის მომარაგება არ უნდა შეუწყდეს, თუნდაც საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგების ხარჯზე.

მისი თქმით, ხელისუფლების მოქმედებები აშკარად აჩვენებს, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარება არ არის მოქმედი ხელისუფლების არათუ მთავარი, არამედ საერთოდ რაიმენაირი ტიპის პრიორიტეტი.

“ეს არის უგუნური, უკიდურესად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება და კიდევ უფრო უპასუხისმგებლოა ის განცხადებები, რომლებიც ისმოდა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელების მხრიდან. ისინი პრაქტიკულად ცინიკურ განცხადებებს აკეთებდნენ აფხაზეთის ელექტროენერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით. დიახ, ბატონებო, თუ თქვენ თვლით, რომ აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ამისთვის გინდათ იბრძოლოთ და გადადგათ ნაბიჯები, რომ საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლებისადმი, აფხაზეთის მოსახლეობის ნდობა დააბრუნოთ, დიახ, ყველაფერზე თვალი უნდა დახუჭოთ და არ შეუწყვიტოთ აფხაზეთს ელექტროენერგიის მომარაგება, თუნდაც საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის ელექტროენერგიის მომარაგების ხარჯზე. დიახ, არ უნდა გადადგათ უკიდურესად უპასუხისმგებლო და უგუნური ნაბიჯები. მაგრამ ისევე როგორც ყველაფერს, ეს ხელისუფლება ამ მიმართულებითაც ნაბიჯებს არასწორად დგამს, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და ეს, რა თქმა უნდა, არცერთ შემთხვევაში არ წაადგება საქართველოს უნიშვნელოვანესი და ყველაზე მტკივნეული პრობლემების – აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებას. რა თქმა უნდა, ეს არ დარჩა უპასუხოდ, რა თქმა უნდა, ამას გამოეხმაურა, მათ შორის რუსეთის ხელისუფლებაც, რომელმაც აფხაზეთის მოსახლეობისადმი ელექტროენერგიის მიწოდება უკვე დაიწყო“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ

banner
წინა სტატიაშიშეწყალების კომისიას ორი ახალი წევრი ეყოლება
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4921 ლარი გახდა