არ ვამბობ, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ვითარების გასაუმჯობესებლად 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო ინვესტიციების პლაცდარმი გახდეს

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო ინვესტიციების პლაცდარმი გახდესდღეს ლარი შედარებით გამყარდა და იმედი გვაქვს, საშუალო ვადიან პერიოდში, ეროვნული ვალუტა სერიოზულად გამყარდება. ამის შესახებ გადაცემა 2030-ში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონში რთული ვითარებაა, შარშან ამ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აზერბაიჯანში ასეთი მდგომარეობა შეიქმნებოდა. რუსული რუბლი სამჯერ გაუფასურდა, ლირა-ორჯერ და მეტად, ასევეა მანათიც.

საგარეო ფაქტორები ერთია, მაგრამ არსებობს საშინაო ფაქტორებიც. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო ინვესტიციების პლაცდარმი გახდეს. ჩინეთის პრეზიდენტთან და პრემიერთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა და გეტყვით, რომ მათი საქართველოსადმი დამოკიდებულება პოზიტიურია.მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ ორი საკითხი. ერთ შემთხვევაში, ესაა 40 მილიონი, რომელიც 260 კილომეტრი გზის რეაბილიტაციას მოხმარდება და მეორე – 4 მილიარდ 410 მილიონი იაპონური იენის ინვესტიცია, რომელსაც საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მივიღებთ. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები მზად არიან, ავტობანის მშენებლობისთვის 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელონ“,-აღნიშნა ხადურმა.

მისვე თქმით, 29-წლიანი მუშაობის სტაჟი აქვს და დანაზოგი დოლარშიც აქვს და ლარშიც. „მთავარი ის კი არ არის, დანაზოგი ვის რა ვალუტაში აქვს, არამედ ის, ამა თუ იმ ვალუტას საერთაშორისო ბაზარზე რა შესაძლებლობები აქვს. 2004 წელს კურსი 2.25-დან 1.45-მდე უცებ გამყარდა, რამაც დედოლარიზაცია არ გამოიწვია. ასეთი გამყარების მიუხედავად, ადამიანები დანაზოგს მაინც დოლარში აკეთებდნენ. ჩვენი ამოცანა ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაზრდაა“,-აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის საქმიანობას, როგოც ხადურმა აღნიშნა, რომა არა ეროვნულ ბანკთან კოორდინირებული მოქმედება, უფრო სხვა შედეგები გვექნებოდა.

„ არ ვამბობ, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ვითარების გასაუმჯობესებლად 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. რეგიონში შექმნილ ვითარებაში, შარშან 3 %-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა მოვახერხეთ“,-განახცადა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაშილიბანში გაანთავისუფლეს ფრინველი, რომლიც ჯაშუშობისთვის იყო დაკავებული
შემდეგი სტატიაავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლთა აქცია ზუგდიდში