დეპუტატი გია ვოლსკი “ღამის მგლების” ქმედებებს პროვოკაციულად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ მათ მიმართ საფრთხის ჩამოყალიბება არ გვეკადრება და ყველაფერს ღირსეულად უნდა შევხვდეთ:
“ვფიქრობ, მთელი საქართველოს საზოგადოება არის უკმაყოფილო იმით, რომ საქართველოში ჩამოსულ ტურისტს ინფორმაცია გააჩნია იმის შესახებ, რომ მათი მოქმედებები პროვოკაციულია, გარკვეულ დაძაბულობას და დაპირისპირებას იწვევს და მაინც არ ეპუებიან განწყობას მასპინძელი ქვეყნის. მაგრამ “ღამის მგლების” მიმართ შიშის თუ საფრთხის ჩამოყალიბება – ტურები არიან თუ ღამის მგლები – ჩვენ არ გვეკადრება და ყველაფერს უნდა ღირსეულად შევხვდეთ”,- განაცხადა ვოლსკიმ.