გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა) განცხადება გააკეთა ხვალ დაგეგმილ მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით.
„ყველაფერს ხვალ გაიგებთ. ძალიან კარგი და ღვთივკურთხეული დღე გველოდება ხვალ. ასე, რომ თქვენც ილოცეთ და ღმერთი ყოველივეს სასიკეთოდ განაგებს“, – განაცხადა მეუფე ანდრიამ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.
შეგახსენებთ, წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.















