ყველაფერს გავიღებ, რათა 4 წელი მანდ არ გაატარო და შენი გიტარა მალე აიღო ხელში – თათია აფრიამაშვილი მათე დევიძეს

ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, თათია აფრიამაშვილიც იმყოფება, რომელმაც 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი გუშინ დატოვა.

თათია აფრიამაშვილი “ტვ პირველის” ეთერიდან სინდისის პატიმარს, მათე დევიძეს მიმართავს – “გპირდები ყველაფერს გავიღებ, რათა 4 წელი მანდ არ გაატარო და შენი გიტარა მალე აიღო ხელში”.

ერთადერთი, რის გამოც მე და ლიკა დავისაჯეთ, იყო დანარჩენებისთვის საჩვენებელი მაგალითი. დღეს კიდევ უამრავ ადამიანს ჩაუტარდა ფეისბუკ პოსტების გამო პროცესი. ეს არის საჩვენებელი მომენტი, რომ თუ აზრის გამოხატვას გავაგრძელებთ ისე, როგორც გამოვხატავთ, ჩვენ დავისჯებით. არ ვიცი, რა შემიძლია მათეს ვუთხრა. გპირდები, რომ ყველაფერს გავიღებ, რათა 4 წელი მანდ არ გაატარო და შენი გიტარა აიღო ხელში”. – განაცხადა თათია აფრიამაშვილმა.

შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეებმა კარვები გაშალეს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე პუფებიც მიტანილია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულები, რომლებიც თავდაპირველად, პროტესტის რეჟიმში გადასულ მოქალაქეებს კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევდნენ. პროტესტის ტალღამ ჭავჭავაძის გამზირი მას შემდეგ მოიცვა, რაც 21 წლის მათე დევიძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიფარულავა: გვინდა, ტრამპის ადმინისტრაციას წერილით მივმართოთ, რათა “MEGOBARI ACT”-ის კანონად მიღების პროცედურა დააჩქაროს
შემდეგი სტატიაქუთაისში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა