“ყველაფერს გავაკეთებთ,რამენაირად ვაიძულოთ ოკუპანტი რეჟიმი, გაათავისუფლოს ჩვენი ექიმი“

სამწუხაროდ, ოკუპანტმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ადამიანის უფლებები არაფერია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს.

„ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავლშიც, რაც არის ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების ძალებში, რომ რამენაირად ვაიძულოთ ოკუპანტი რეჟიმი, გაათავისუფლოს ჩვენი ექიმი“, – განაცხადა დეპუტატმა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წელიწადი და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს გაიმართა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა წარმოადგენს უკანონო პოლიტიკის ნაწილს
შემდეგი სტატია700 ათას ლარამდე ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს