ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვაშაძე და რუსეთი არ მოვიდნენ ხელისუფლებაში

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვაშაძე და რუსეთი არ მოვიდნენ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„განცხადება იყო დროული, მისი პათოსი არის ძალიან მისასალმებელი. რუსეთისა და პრორუსული ძალის წარმომადგენელს ჩვენ ხელისუფლებას არ ჩავუგდებთ. ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვაშაძე და რუსეთი არ მოვიდნენ ხელისუფლებაში.

მთელი დღის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანა ავრცელებდა ჭორებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას. მე ვიტყოდი, რომ კომიკურ მდგომარეობაში იყენებენ თავს ასეთი აზრის დაშვების შემთხვევაში. ბრძოლა გრძელდება, მოტივაცია ჩემთვისაც პირადად და ჩემი გუნდისთვის გაათმაგებულია“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის მზად არის მეორე ტურისთვისა და ბრძოლისთვის.

banner
წინა სტატიაშიაჯერებენ ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა – და რა, ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა?! მგონი, არ მიცნობენ!
შემდეგი სტატიასაქართველოში აშშ-ის საელჩო – საპრეზიდენტო არჩევნებმა ამომრჩეველს მისცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა თავისუფალი არჩევანი