“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ვიზალიბერალიზაციის საკითხი”

ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას ახლო მომავალში ელის.

ჰერმანმა კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყდება.

“იმედი მაქვს, რომ არც ისე შორისაა ის დრო, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ვერ დავასახელებ კონკრეტულ თარიღს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა და შედეგები ხალხისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ვიზალიბერალიზაციის საკითხი”, – განაცხადა ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: მთავრობა არღვევს კანონს ბიუჯეტის შესახებ
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი: ჩემთვის “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს საფრთხეს