ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მთავრობის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლი განხორციელდეს – თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის წევრები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი მხრიდან მთავრობის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლი განხორციელდეს.

არჩილ თალაკვაძე მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი მინისტრთა კაბინეტის მიერ პროგრამული პრიორიტეტების სწრაფ ტემპებსა და სწრაფი განვითარების რეჟიმში შესრულებაა.

„თავის მხრივ, პარლამენტი მთავრობას საკანონმდებლო კუთხით ყველნაირად შეუწყობს ხელს იმისთვის, რომ სწრაფი განვითარება იყოს უზრუნველყოფილი, ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარება მოხდეს და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას”, – განაცხადა თალაკვაძემ.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა უკვე წარედგინა. შესაბამისად, პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მიმდინარე კვირას იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი -ქვეყნის მახრჩობელა ივანიშვილმა, არ იკმარა ძალაუფლების უზურპაცია
შემდეგი სტატიასასწრაფოდ: უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო